ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ერთ-ერთი დაშავებულის დავით მელაძის თქმით, მანქანა რომელიც მათ დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას მისი მეუღლე ემსხვერპლა. დავით მელაძის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
„სამი ვიყავით – მე, ჩემი მეუღლე და მეზობელი ქალი. სწრაფად მომავალო მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო“, აცხადებს დავით მელაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.