თბილისის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერები რეგიონებშიც ჩამოხსნეს. სამეგრელოში, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის ნაცვლად, ადგილობრივებს დღეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები დახვდათ. ქართული ოცნების უცნაურ საარჩევნო კამპანიას ადგილობრივები ირონიით შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება ბანერებზე შესაძლებელია, მაგრამ ბიულეტენში შეუძლებელია.
„სალომე დამალეს, ფაქტობრივად. მე არ ვიცი, ეთერებიდანაც გააქრობენ თუ არა ზურაბიშვილს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ქუჩებში, ის, რაც ხდება რეგიონებშიც, სამეგრელოს რეგიონშიც ზუსტად იგივე მოხდა. ქართული ოცნების რეიტინგი დნება ყოველდღიურ რეჟიმში იმიტომ, რომ ძირითადად სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები ამას ხელს უწყობდა. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება მოხდეს ბიულეტენში”, განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.