„მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თქვენი ძარცვის გაგრძელებას“ - სააკაშვილი საბანკო სექტორში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს
18-11-2018, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

 

 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სესხის აღება 8-ჯერ, ხალხის კი დავალიანება 4-ჯერ გაეზარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ გეგმაზე საუბრობს თუ როგორ მოხდება - მისი თქმით, უსამართლო საბანკო ვალების წნეხისგან საზოგადოების გათავისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

 

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც მისი გუნდის მიერ განხორციელდება. სააკაშვილის თქმით, საუბარია გიორგი ვაშაძის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც გულისხმობს საურავების გაუქმებას კრედიტებზე და მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწევას.  

 

 

„ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი, ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას.

 

 

ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს, ახალი მთავრობა გააკეთებს იმას, რომ პროცენტი იპოთეკის კრედიტის შემცირდება მინიმუმ ორჯერ. იქმნება სახელმწიფო გარანტიების ფონდი, მსოფლიო ბანკის აღებული კრედიტებით შეივსება და ამ ფონდის მეშვეობით მოხდება შემცირება მინიმუმ ორჯერ.  

 

 

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა დოლარში აღებულ სესხებზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობას დოლარში არსებულ სესხებზე ბევრად მეტის გადახდა უწევს. 

 

 

​დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ეხლა არის სხვა, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით, ასევე სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი ორწლიანი გაყინვა.

 

 

მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თქვენს ჯიბეში აქვს ორივე თათი ჩაყოფილი, ამ ძარცვის გაგრძელებას“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი