გაერთიანებული ოპოზიცია ბანკების მიერ ქვეყანაში შექმნილ მონოპოლიას აპროტესტებს. გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები გადაიბაროს სახელმწიფომ.
„საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ. პირველი, საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.