თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, სავალდებულო სამსახურის გაუქმების საკითხი, ფუნდამენტურ განხილვას საჭიროებს, თავად კი ის მზად არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნებისმიერ ფორმატში მივიდეს და აღნიშნული საკითხი განიხილოს.
რაც შეეხება საკითხს, დისკრიმინაციულია თუ არა მიდგომა, როდესაც ამა თუ იმ მოქალაქეს შეუძლია სავალდებუო სამხედრო სასმახური 2 000 ლარის სანაცვლოდ გადაავადოს, მაშინ, როდესაც ზოგიერთს ამის საშუალება არ აქვს, ხიდაშელი აცხადებს, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლოა აუცილებელი იყოს.
„არ მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული. არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია. მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყოს ავად, იმ კონკრეტულ მომენტში. არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ადამიანს უჩნდება, რაც შეიძლება გამოდგეს, როგორც ობიექტური კრიტერიუმები. 2 000 ლარი არ არის ის თანხა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სოციალურ დისკრიმინაციულობაზე საუბარი. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება სავალდებულო სამსახურის გაუქმებას, ჩემი პირადი პოზიციით, საქართველოს ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე უნდა იყოს აგებული“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.