„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება“ -  „ევროპული საქართველო“ გურჯაანის რაიონული ოფისის წევრებმა დატოვეს
18-11-2018, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა. imedinews-ის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.

 

 

პროტესტის მიზეზი „ევროპული საქართველს“ ლიდერების განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც ისინი მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ. 

 

 

პარტიის უკვე ყოფილი წევრებისთვის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მიუღებელია, ამიტომ ყველა მათგანი „ქართულ ოცნებას“ უკვე შეუერთდა და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის იწყებენ.

 

 

„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ბაქრაძეა პარტია ცალკე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ისინი კვლავ ერთად მოქმედებდნენ“, განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი