აკაკი ზოიძე: კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით
18-11-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ დაზვერვამ, პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, გვიან გაიგეს ხვალინდელი ინიციატივის შესახებ, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ დაანონსდება.

 

 

მისივე თქმით, ინიციატივა არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

 

 

მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებისგან და ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სჭირდება.

 

 

„რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად

ნაწილი გადაიდგა, როცა საუბარი იყო ჯარიმის განახევრებაზე, საბანკო პროცენტზე ზღვრის დაწესებაზე. მომავალში რეგულაციები შემოვა და საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არ იქნება ადამიანი. მომავალში იპოთეკარების კასტა არ გვეყოლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. ნაწილი სამედიცინო სესხებს იღებდა, ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო აიღო სესხი. გამოატანინებდნენ მათივე ბანკებიდან სესხს და ჩაადებინებდნენ ბინას. ეს ბინა შემდეგ იკარგებოდა. ასეთი ფაქტები რომ არ მოხდეს, მთავრობას აქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც პრემიერი გააჟღერებს.

 

 

ეს დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როცა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დაანონსდა ჭარბვალიანობის, როგორც სიღარიბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის დაძლევის პროგრამა“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დღეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი