ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა ,როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ ისტორიულია, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
„600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება", ამბობს მდინარაძე.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 31 დეკემბრამდე 600 000-ზე მეტი მოქალაქე შავი სიიდან ამოვა.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოქალაქეებს, რომელთაც დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება კი, 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.