აკაკი ზოიძე: ვალების გამოსყიდვაში ფინანსურ უზრუნველყოფას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გააკეთებს
19-11-2018, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გადაჭარბებით შეფასება ამ ინიციატივის შეუძლებელია. 31 დეკემბერს 600 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები შეხვდებიან ვალების გარეშე, სუფთა ფურცლიდან, ახლიდან. გარკვეულწილად ეკონომიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

 


„ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ჰქვია ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯი მე ასე ვიტყოდი, იმ პრობლემის გადაჭრაში რასაც ჰქვია ჭარბვალიანობა, რომელიც თავის მხრივ, ჩვენ მოქალაქეების სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

 

 

დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა როგორც ითქვა, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი ფაქტორი.

 

 

ვალების გამოსყიდვა, ჩამოწერა მოხდება მოქალაქეებისთვის. ფინანსურ უზრუნველყოფას ამ პროცესის გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

 

 

კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია. რაც შეეხება იმ 600 ათასს ადამიანს, გრძელდება მოლაპარაკებები. ჭარბვალიანობის პრობლემა ამით, როგორც უკვე ითქვა ეს არის გარღვევა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაჭრა პრობლემის, არსებობს კიდე მევახშეებით დაზარალებულები, არსებობს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იმ პარამეტრებში არ ჯდებიან, თუმცა 95 პროცენტი არის სწორედ სამომხმარებლო და ონლაინ სესხების საფინსანსო ინსტიტუტების აღებულის...

 

 

95 პროცენტი მოქალაქეების ჯდება ამ პარამეტრებში - 2 ათასი ლარი ძირი ვისაც ჰქონდა სესხი ან დარჩენილი შესაბამისად, მაგრამ ასევე რჩება გარკვეული ნაწილი, რომელზეც მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები განკარგვადი იყოს და მათ დარჩეთ და არ წავიდეს ვალების მომსახურებაში. აი, ეს ძირითადი ნაწილი და იყოს ეს რაციონალური პროცენტი აი ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა.

 

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 600 ათასზე უკვე არის დასრულებული მოქალაქეზე, კიდევ ვალების რეესტრში არის 150 ათასი ადამიანი, ამის გარდა, არსებობს კერძო მევახშეებით დაზარალებული ადამიანები ანუ მარტო ამ 600 ათას ადამიანს არ აქვს ეს ვალი, სხვა ადამიანებს აქვს ვალი და ამ 600 ათას ადამიანზე შეთანხმება მიღწეულია კომერციულ ბანკებთან. გრძელდება მოლაპარაკებები და მუშაობა მთავრობის ზოგადად იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა და ეს არის პროცესი ერთიანი პროგრამის, რომელიც დაიწყო 8 თვის წინ, როდესაც ახალი მთავრობის პროგრამა გაჟღერდა, როცა პროგრამა ჩვენ დავამტკიცეთ, ნდობა გამოუცხადეთ მთავრობას. ჭარბვალიანობა ამ პრობლემის გადაჭრა, ამ პრობლემით გამოწვეული სიღარიბის გადაჭრა იყო ჩვენი ახალი მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და კონკრეტული შედეგები დგება სწორედ დღეს. აგვისტოში პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ შემოდგომაზე იქნებოდა კონკრეტული ძალიან საინტერესო ინიციატივა და სწორედ ეს ინიციატივა გაჟღერდა პრემიერი ბახტაძის მიერ და ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ თქვა, რომ რადიკალურ ცვლილებას შეიტანდა, ისეთი ცვლილებები მოხდებოდა, რომელიც თითოეულ ოჯახის ასე ვთქვათ ცხოვრების ხარისხზე მოახდენდა გავლენას, ესეც სწორედ მიეკუთვნება ასეთი ტიპის ინიციატივას“, აცხადებს ზოიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი