გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დედაქალაქში ახალი ბილბორდების გამოჩენას ეხმაურება.
„რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ გაჭირვებას და პოლიტიკურ სასოწარკვეთას ვერანაირად ვერ უშველის. ამ კამპანიის განმავლობაში ე.წ. ქართულმა ოცნებამ და მისმა მამამთავარმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ე.წ. ქართული ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციას კი არ ებრძვის, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კი არ აგებს ამ კამპანიას, საქართველოს მოქალაქესთან აგებს. ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისში ახალი ბანერები სახელწოდებით, „არა ნაცებს! არა ბოროტებას!" გამოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.