ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როლ ვილსონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ წყალტუბოში ქართული კომპანია „ჰერბია" დაათვალიერეს.
საპატიო სტუმრებთან ერთად, „ჰერბიაში'' იმყოფებოდნენ იმერეთის სახელმწიფო- რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
„აწარმოე საქართველოს პროგრამის’’ ფარგლებში „ჰერბიამ’’ გასულ წელს სასათბურე მეურნეობების ქსელი გააფართოვა, ასევე გაიხსნა მწვანილისა და ბოსტნეულის გადასამუშავებელი საწარმო. შედეგად გაორმაგდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.
ქართული კომპანია „ჰერბია’’ ამჟამად 30 სხვადასხვა დასახელების მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იყიდება როგორც საქრთველოს ასევე უცხოეთის (ბულგარეთი) ბაზარზე. ჰერბიაში დასაქმებულია 100 ადგილობრივი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.