ლონდონში ბოლო ათლეწულის მანძილზე მეტროპოლიტენის მუშაკთა ყველაზე ფართომასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მეტროს გაჩერებამ ლონდონში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ავტობუსების გაჩერებები სავსეა ხალხით, მრავალი ადამიანი ფეხით გადაადგილდება.
BBC -ს ცნობით, რკინიგზის, საზღვაო და სატრანსპორტო მუშაკთა პროფკავშირი, სექტემბერში ლონდონის მეტროპოლიტენის ზოგიერთი ხაზის მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლის გამო, ხელფასების გაზრდას მოითხოვს.
სხვა სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მეტროს მგზავრთა უზარმაზარი ნაკადი გადაჰყავს, სხვა სატრანსპორტო საშუალებები მას მთლიანად ვერ ცვლიან.
მეტროპოლიტენის მუშაკებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ზოგიერთი სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლებიც არიან გაფიცულები. ამის გამო კვირის ბოლომდე საგარეუბნო მატარებლები შეფერხებით იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.