პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით ყველაფერი წესრიგშია.
„საარჩევნო კოდექსში საუბარია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზუდვაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულებას საკუთარ თავზე ფონდი „ქართუ“ იღებს. როგორც “ქართუს ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ ითქვა, მობილიზებულია 100 მილიონზე მეტი თანხა. კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით აქ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არის. სამართლებრივი პრობლემა უნდა დავინახოთ, როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობს ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა ვაუჩერების გაცემა და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დაპირება, რაც არის აფიორა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ფონდი “ქართუ“ არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხიდება. გადაწყვეტილების საფუძველი მოდის დიდი ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით, როცა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს გააკეთა განცხადება ჭარბვალიანობის დაძლევის შესახებ. ასევე, თვეების წინ ისაუბრა ამ პრობლემაზე ბიძინა ივანიშვილმა. ეს სოლიდარობის აქტი, რომელიც არის ძალიან ღირებული სიკეთის აქტი, სრულ შესაბამისობაშია კანონთან. ნაკარნახევია იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად სჭირდებათ“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.