საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ლომბარდებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მძლავრი და ეფექტურია.
„ვფიქრობ, ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.