აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
20-11-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-17 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშგაბატში გაიმართა. მინისტერიალს CAREC-ის 11 წევრი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

მინისტერიალის სხდომის ფარგლებში განხილული იქნა CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგი (CITA 2030) და მისი შესაძლო ზეგავლენა წევრ ქვეყნებზე.

 

 

მინისტერიალზე მიღებულ იქნა ზემოაღნიშნული დოკუმენტი და მისი იმპლემენტაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. მიღებულ იქნა მინისტრთა ერთობლივი განცხადება.

 

 

მინისტერიალის ფარგლებში, აკაკი საღირაშვილმა შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტთან, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის პირველ მოადგილესთან, თურქმენეთის რკინიგზის მინისტრთან და სხვებთან.

 

 

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განხილული იყო ქვეყნებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვა/გადაყვანების გაუმჯობესების და სამომავლო პერსპექტივების საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აღნიშნული ქვეყნებიდან და მათი მიმართულებით გადაზიდული ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი