გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა - ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის - თქვენი ხმა
20-11-2018, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მთავრობის ინიციატივიას 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის საბანკო დავალიანებების განულების შესახებ ცრუ დაპირებას უწოდებს.

 


როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა, რომელიც მოსახლეობას გამუდმებით რაღაცას ჰპირდება, მაგრამ არ ასრულებს.

 

 

„ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის - თქვენი ხმა. თქვენი ხმა არის ის ბიულეტენი, რომლითაც თქვენ მიდიხართ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიცრუეზე და ტყუილზე, რომელიც მათ განაცხადეს გუშინ, არ წამოეგებით არც ერთ შემთხვევაში....

 

 

უნდათ, რომ ჯერ ხმა მიიღონ და შემდეგ, რაღაცას ვითომ გააკეთებენ დეკემბერში. მე დარწმუნებული ვარ, ისინი გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სხვა რაღაცას ვგულისხმობდით, ან მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი გვითხრეს. ათას ტყუილს და ათას სისულელეს მოიგონებენ იმისთვის, რომ ეს ტყუილი გაამართლონ. მათ უნდათ, რომ ხელისუფლება ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   ლალი
      
მატყუარა და ცილისმწამებელი თქვენ ხართ და თქვენი ნაცხროვა! უნამუსო ადამიანის თვისებაა, "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს! გაოგნებული ვარ! თქვენს ადგილას, რაც თქვენ სიმსივნით დაავადებულებზე გახარჯულ თანხას "შავ ხვრელშიგამდინარე ფული"უწოდეთ, ხალხს თვალებშიროგორ უყურებთ!
20 ნოემბერი 2018 04:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი