„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 2013-2018 წლებში, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა“
20-11-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 2013-2018 წლებში, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

 

 

დაიგო 50.9 კმ გზა; აშენდა 38 ხიდი და ხიდ-ბოგირი; ჩატარდა ნაპირსამაგრ 38 პროექტი; განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები;  მიმდინარეობს ჯვრის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა; შეიქმნა 1 საწარმო და გაფართოვდა 3 საწარმო; დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის - 86 პროექტი; რეაბილიტირდა 20 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 30 სკოლის 1663 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; აშენდა 4 საბავშვო ბაღი და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 32 საბავშვო ბაღში;

 

 

რეაბილიტირდა პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“/ იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 105-მა პირმა;  შეიქმნა 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; დაფინანსდა ხეხილის ბაღის გაშენება; აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 427-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 1.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი; დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 325 ჰა ფართობზე; პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 12 სოფელში 700-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია; სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 49 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“);

 

 

 

საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 213 დევნილ ოჯახს; ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი;

 

 

საჩინოს თემში აშენდა ამბულატორია; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 278-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 707 550 ლარი; დაგეგმილია პოლიციის შენობის მშენებლობა წალენჯიხაში; განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება; გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ჯგალში; რეაბილიტირდა სქურის ეკლესია.

 

 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი