აბაშის მუნიციპალიტეტში, 2013-2018 წლებში, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
რეაბილიტირდა 96.1 კმ გზა და 11 ხიდი; დასრულდა წყალმომარაგების 2 პროექტი; რეაბილიტაცია უტარდება აბაშის წყალმომარაგების სისტემას; რეაბილიტირდა 19 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 754 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი; აშენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი; გაფართოვდა 10 საწარმო; დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 37 პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 276-მა პირმა; დაფინანსდა 9 ხეხილის ბაღის გაშენება; შეიქმნა 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 271-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 400 000-მდე ლარის მოსავალი; პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 12 სოფელში 700-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;
დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი; აბაშაში გაზიფიცირდა 6 257 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება; განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება; სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 40 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“); საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 59 დევნილ ოჯახს; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; სოფელ ეწერში აშენდა ამბულატორია; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 170-მა ბავშვმა; მიმდინარეობს ცენტრალური გზის განათების მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შენობის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია.
ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.