სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
20-11-2018, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

 

 

„ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში, გამეგო რა პირობები არის, ვინაიდან მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებშიც. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ დაცული არ არის. ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, მიმდინარეობს ახალი ინვესტიციები და დასაქმებულია რუსთავიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაზრდის პერსპექტივაც არსებობს და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რეგიონები განვავითაროთ. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი