გრიგოლ ვაშაძე: ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება
20-11-2018, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება არასამათავრობო სექტორის ნაწილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“.

 

 

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ მმართველმა პარტიამ იცის, არჩევნები წაგებული აქვს.

 

 

„ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" მეორე ტურის წინ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ არ იკმარა პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ დაშინება, დაშანტაჟება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარების მოხსნა, ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება და ახლა მიმართეს უპრეცედენტო დანაშაულს, პირადობის მოწმობების მასშტაბურ გაყალბებას, როდესაც ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება.

 

 

ეს არის დასტური იმისა, რომ მათ მშვენივრად იციან - ე.წ. ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა აღარ აქვს და აღარასოდეს აღარ ექნება. საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ხელისუფლებას აქვს წაგებული....

 

 

პირადობების მოწმობების გაყალბება, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რაც ფაქტობრივად, არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს", განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი