ანა ნაცვლიშვილი: ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას
20-11-2018, 19:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოკვეთილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და გამოიკვეთა შესაძლო დარღვევები, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლა და საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები.

 

 

ანა ნაცვლიშვილი ასევე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გაყალბების მიზნით, სავარაუდოდ, იგეგმება ყალბი პირადობების დამზადება.

 

 

ანა ნაცვლიშვილი ყველა შესაბამის უწყებას დროული რეაგირებისკენ და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

 

 

„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება შესაძლო ზეწოლების შესახებ, საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით დაპირებების შესახებ. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი, როდესაც როგორც კი ჩნდება კითხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და კითხვები მოიხსნას მყისიერად იმიტომ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს,“ ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი