პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადამიანებმა, ვინც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გააკეთეს განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.
დეპუტატის თქმით, მას მსგავსი განცხადების რეალობა ვერ წარმოუდგენია. თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაც სწორი რეაგირებაა.
მისი თქმით, ამის შედეგად გამოჩნდება რეალური სურათი.
„გულწრფელად გითხრათ, ვერ წარმომიდგენია ასეთი ფაქტის რეალობა და ნამდვილობა, მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ რამე ტიპის ეჭვები და კითხვები, არ დავტოვოთ ასე ღიად ეს განცხადება, ამიტომ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. ესეც არის სწორი რეაგირება და სამართლებრივი გზა. გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს უნდა დადონ კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, წარმოადგინონ მოწმეები, გამოიკითხება ყველა პირი და გადამოწმდება მათ მიერ გაკეთებული განცხადებების სისწორე და ნამდვილობა.
მე პირადად არ მჯერა, მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ეს არის მათი საარჩევნო ხმა, კონსტიტუციური უფლება, მაგრამ გადამოწმდეს, შესწავლილ იქნეს ეს განცხადებები, დაიკითხოს ყველა პირი, რომ კითხვის ნიშნები არ დავტოვოთ“. განაცხადა ეკა ბესელიამ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.