როგორც მასმედია გვამცნობს, დღეს, ნინო ბურჟანაძე მოსკოვს გაფრინდა. სააკაშვილი კი, რა ხანია ოდესის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურია (გუბერნატორი). საინტერესოა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, როგორი შედეგი ექნება ბურჯანაძის ვოიაჟს? იქნებ, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მსგავსად, რომელმაც გააუკრაინელა და გააგუბერნატორა სააკაშვილი, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, გაარუსეთუმოს და გააგუბერნატოროს ბურჯანაძე და შესთავაზოს, რომელიმე მნიშვნელოვანი რეგიონის, მაგალითად როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობა? ჰოდა, მოგვეცა ლხენა, ფიარის თვალსაზრისით საქართველოს "საქმეც აეწყობა"! დიახ, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, რომ ყოფილი სსრკ–ის ორი ყველაზე "გამორჩეულად რომანტიკული" ქალაქის ხელმძღვანელები იქნებიან, "ვარდების რევოლუციის" ორი შემომქმედი – სააკაშვილი და ბურჯანაძე! დღეს, ასეთი "პოლიტიკური რეალობა" გვაქვს, სააკაშვილი უკრაინაშია, ბურჯანაძე კი რუსეთში! მოკლედ, სააკაშვილს, "ადესა – მამა", ხოლო ბურჯანაძეს, "რასტოვ – პაპა"!.. პ.ს. ხალხური სიბრძნე, – "გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა?"!.
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.