„ჩვენ გვინდა ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, თავისი ხედვებით და გამოცდილებით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია.
„აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა, თავისი გამოცდილება, გემოვნება. ეს არის ის, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რაც გავაკეთეთ ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის ავტორიტეტი და გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს“, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიაზე და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა.
„ერთადერთი კანდიდატი,ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა იმ ფონზე, რასაც სხვები აკეთებდნენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ ,თუმცა ქალბატონი სალომე ძლიერი ქალბატონია, გაუძლო ამას, თუმცაღა გარკვეული ემოციები დასჭირდა ამას“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ქონდა კონსტრუქციული ოპონირება, რის გამოც მივიღეთ ის შედეგი.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ არაკონსტრუქციული ოპონირება, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან, კიდევ უფრო, გაანებივრა გუნდი. რომ ნახეს, რომ ყველაფერზე თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და ის ძალაა რა ძალაც არის და კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს რომ დაუშვას შეცდომები და განვითარდა ის რაც კლასიკურად ვითარდება“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ოპონენტი არ ჰყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება და „ქართულ ოცნებაში“ სწორედეს პროცესი იყო დაწყებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.