ბიძინა ივანიშვილი: პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე, კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები ყველაფერი შევასრულოთ
21-11-2018, 00:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთი წლის განმავლობაში მე ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქ-შოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

მისი თქმით, აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო და მათზე მზრუნველი ხელისუფლება.

 

 

„მე იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში არამარტო ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება და ეს იქნება მათზე მზრუნველი მხოლოდ. პარტიას სხვა არავითარი ფასეულობა ჩემთვის არ აქვს. არც „ქართულ ოცნებას“ რომლის შექმნაში დიდი წვლილი მაქვს, და არც სხვა ნებისმიერს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები ყველაფერი შევასრულოთ. მე ვფიქრობ რომ მე პირნათლად, უფრო ადრე ვიდრე ერთი წელი, მექნება საშუალება რომ ვისაუბრო ხალხთან და ვნახოთ, რომ თურმე ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიულად მართული, დემოკრატიული მეთოდებით, ადამიანის ღირსებაზე მორგებული, ამავდროულად, იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთი ხელის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხით ჩვენ შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება. არა, ეს რთულია, ამას დრო სჭირდება“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი