ბიძინა ივანიშვილი: „შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს იქნება მუდმივი პროცესი
21-11-2018, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს იქნება მუდმივი პროცესი და გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, ამდენად ინიციატივა არ არის წინასაარჩევნო.

 

 

„მე არ შევეცდები ამ სიტუაციის აღწერას, რომ „შავ სიასთან“ დაკავშირებით რა მოხდა, პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება, თუ გახსოვთ, როდესაც კვირიკაშვილს მე საჯაროდ მივეცი შენიშვნა რომ ხალხის ნაწილი, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს კიდევ უფრო მიღმა წავიდა და გაღარიბდა, კვების რაციონი შეიცვალა ძალიან ბევრმა, და აქ იყო დაგვიანებული ქმედებები და დავპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმაროთ. ამიტომ ნუ ჩათვლიან ამას საარჩევნოდ, რამეთუ, ჯერ კიდევ მაისში გაკეთდა ჩემგან ამაზე განცხადება. ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც. მთავრობა, რომელიც დღეს ახალი სახით წარმოსდგება, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც დავიწყეთ ზემოდან და ბოლომდე, მუნიციპალიტეტის დონეზე მოვახერხებთ, რომ ასეთივე ვერტიკალი დავამყაროთ. როგორი მთავრობაც გვყავს დღეს, ასეთივე იქნება ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულო, ასე იქნება მოწოდებული, რომ მაქსიმალური გააკეთოს და შეეცადოს ხალხს შეუმსუბუქოს. შევეცადეთ? ვიმუშავეთ? ბევრი შრომა დავხარჯეთ, მაგრამ გამოვიდა“ , განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მაგალითად მმართველი პარტიის ლიდერმა მცხეთა მოიყვანა, სადაც, მისი თქმით მშენებლობა პრაქტიკულად შეჩერებულია.

 

 

„იცით, რომ UNESCO-ში შეტანასთან დაკავშირებით იქ კითხვები იყო, ამიტომ ბიუროკრატიამ მარტივად გადაჭრა და გააჩერა ყველაფერი. ხალხი ელემენტარულად პატარა მიშენებასაც ვერ გააკეთებს. მოკლე დროში ვიწვალეთ და გუშინ ეს საკითხიც დაიძრა და გადაიჭრა. ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება და ეს უნდა გაგრძელდეს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი