ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა
21-11-2018, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

„მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, წითელი და ყვითელი ჩაფხუტები. დააყენებდნენ რიგში, ერთ შენობას აშენებულს ოთხი მხრიდან ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ და აპიარებდნენ.

 

 

არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ აღმშენებლობა მიდის და თქვენ კარგად ხართ. ვეღარ იხსენებენ, რომ მშენებლობა გააჩერეს, ვეღარ იხსენებენ, რომ პოლიცია დაიშალა, ვერაფერს ამბობენ. ერთადერთი სიცრუეზეა ყველაფერი დალაგებული. დღეს, იგივე ფორმებით და იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველაფერი არის საშინელება და აპოკალიფსი გველოდება ხვალ. ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას კიდევ შოკში აგდებენ. ესეც გუნდის სისუსტე“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

იგი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და სიცრუის ტყვეობაში არ დატოვოს საზოგადოების დიდი ნაწილი.

 

 

„რუსთავი-2 და „ნაციონალური მოძრაობა“ ვახსენე, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძლებთ სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აღშფოთებულიც არის და შეშფოთებულიც იმით, რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   იოსებ ნატროშვილი
      
ნაციონალური მოძრაობა არა მარტო დესტრუქციული ძალაა, ის კრიმინალური დაჯგუფებაა! ის საქართველოს მტერი და გამყიდველია! მან დაგეგმა და გაყიდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიები! "ქართული ოცნება" კი ამ კრიმინალებზე უარესი ბოროტებაა, რომელმაც დაიცვა და დააწინაურა ნაციონალი კრიმინალები! ორივენი მხოლოდ საქართველოს და ქართველი ერის მტრების დამცველები და მფარველები ხართ!ორივენი ერის გახრწნას და ქვეყნის ნგრევას ემსახურებით!
7 მაი 2019 22:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი