ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან მერაბ ორდინიძესთან ერთად, სოფელ ღარის მოსახლეობასთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი (2012-1015) წლებში, გია ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მერმა შეაჯამა მიმდინარე წელს სოფელ ღარში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სოფელში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებზე.
საუბარი ასევე შეეხო სოფელ ღარისათვის სასაზღვრო სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშველოვანი შეღავათები მოჰყვა, როგორიცაა - სწავლის დაფინანსება აღნიშნულ სოფელში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საშეშე მერქნისთვის გამოყოფილი დაფინანსება და სხვა.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.