თერჯოლა-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ჭიათურის საავტომობილო გზაზე დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
21-11-2018, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით, თერჯოლა-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ჭიათურის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 


სამუშაოები, რომელიც ამჟამად თუზში მიმდინარეობს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად დაათვალიერეს.

 

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანი“ ასრულებს.

 


„გზას რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და ასფალტის საფარი ძლიერ დაზიანებულია. გაჩენილი ორმოები აფერხებს როგორც ავტომობილების, ასევე ქვეითთა გადაადგილებას, რაც მოსახლეობის მხრიდან სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. ამჟამად, მიმდინარეობს ძლიერ დაზიანებული უბნების დროებითი რეაბილიტაცია, ხოლო 2019 წლის იანვარში საავტმობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდება ტენდერი, რის შემდეგაც დაიწყება თერჯოლა-ჭიათურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტება", აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი