თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონია, რომელშიც, როგორც მერიის შემოსავლები, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი შედის. ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში, 50 მილიონამდე ლარით მეტია....
ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ ქალაქში იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 327 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის", განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.