მამუკა ბახტაძე ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა
21-11-2018, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით.

 

 

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, მათ შორის ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში საქართველოს თემატიკის მუდმივი ხაზგასმის აუცილებლობაზე.

 

 

ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და მათი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების დამკვიდრებულ პრაქტიკას და ამ კონტექსტში დადებითად შეაფასა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

 

 

პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ევროკავშირის საბჭოში უმასპინძლა", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი