ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.
„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი აქვს ევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება.
მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.