ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
„ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.