მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის თემაზე მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდში, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია.
„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ბიძინა საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.