საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანას ახალ წლამდე ახალი ფორმატის, რეორგანიზებული უშიშროების საბჭო ეყოლება. მინისტრის თქმით, უშიშროების საბჭო პრემიერ მინისტრს დაექვემდებარება.
გიორგი გახარია გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს წუხილს, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა.
„არ აქვს არანაირი საბაბი წუხილისთვის. რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუ არ ვცდები, პირველ დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება თავის ვადებში. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ მინისტრს“, განაცხადა გახარიამ.
პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.