ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლისა და ისტორიული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმარება, სადაც ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზეა საუბარი.
ფეისბუქ-მომხმარებელი თიკო თვალაძე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება და ის წლებია გრძელდება.
„ზუგდიდში გადარჩენილია დადიანის სასახლე, რომლის აღდგენა რესტავრაციისთვის „ქართუმ“ 2 მილიონი ლარი გადაიხადა. იქვე სრულდება ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანის სასახლისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია“, წერს თიკო თვალაძე.
ინფორმაციას ლილი ბერაია ადასტურებს.
მისი განცხადებით, ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლე წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო.
„როცა ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა, მაშინ ჩვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ფონდი „ქართუ“ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას. ბატონმა ბიძინამ მუზეუმის აღდგენა პირადად ითავა. სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდა დეტალური პროექტი და რეაბილიტაცია 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის აღდგენის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის", ამბობს ბერაია.
ლილი ბერაიას ინფორმაციით, ნიკო დადიანის სასახლის შემდეგ ფონდი „ქართუ“ რეაბილიტაციას დადიანების მთავარ მე-19 საუკუნეში აშენებულ დედოფლის სასახლეში გაგრძელებს. ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება და მუზეუმი საახალწლოდ დამთვალირებლებისათვის გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.