საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
21-11-2018, 20:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი ფორმატი დამატებით სტიმულს მისცემს ურთიერთობებს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

„ყურადღება გამახვილდა იმ ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელება კონკრეტულ სარგებელს მოუტანს საქართველოს და სხვადასხვა დარგში მას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს.

 

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ფორმატი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის პროცესში, რაც სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიკაციას გულისხმობს.

 

 

პრეზიდენტ იუნკერის შეფასებით, ახალი ფორმატის ამოქმედებით საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპი იწყება.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპისთვის ჩვენი ქვეყნის მომზადებას ისახავს მიზნად.

 

 

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ რეფორმებს.

 

 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი