„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას ვუთხარით ის, რაც განცხადებაში გვიწერია, დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
გიგაური სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
მისივე თქმით, პროკურატურამ მისი დაცვით უზრუნველყოფით, წყაროს დასახელება შესთავაზა, თუმცა წყარო არ არის თანახმა, რომ გამჟღავნდეს.
„ჩვენ მივაწოდეთ ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გვიწერია ჩვენს განცხადებაში, ადრეც განვაცხადეთ, რომ დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვაწოდა წყარომ და შესაბამისად, ეს ყველაფერი ავსახეთ ჩვენს განცხადებაში. რა თქმა უნდა, გვკითხეს, გვაქვს თუ არა სურვილი, დავასახელოთ წყარო, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ კანონის შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვევალება და შესაბამისად, წყაროც არ დაგვისახელებია.
ასევე, მათ აინტერესებდათ, რა გარემოებებში მივიღეთ ეს ინფორმაცია და გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი მაინც. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ნაწილი გადავამოწმეთ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ განცხადების გაკეთება.
შესაბამისად, ჩვენ ის არ გავამჟღავნეთ. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ჩვენს წყაროზე“, განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა.
გიგაურის თქმით, მათ დაასახელეს კონკრეტული ადამიანები, ადგილი, სადაც ჩატარდა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს, ასევე ადგილები, სადაც იგეგმებოდა პირადობის მოწმობების დაბეჭდვა.
„დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასევე, დადგინდეს ამ თათბირს ჰქონდა თუ არა ადგილი, ვინ ესწრებოდა კიდევ დამატებით ამ თათბირს და რა საკითხები იყო განხილული. ასევე, რა მიზნით იქნენ მივლინებული კონკრეტული ადამიანები თბილისში და ასე შემდეგ.
საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ისინი არიან კომპეტენტურები და ნამდვილად მგონია, რომ მათ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ, დანარჩენი გამოძიება მათ უნდა ჩაატარონ“, განაცხადა ეკა გიგაურმა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.