ცესკო: ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ გაჟღერდა  უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია
22-11-2018, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა  უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

 

 

მისი განცხადებით, ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით,  შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა  ცესკოს მონაცემები  გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.

 

 

ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის.

 

 

ამასთან, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ცესკოში შემოვიდა და დარეგისტრირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წერილობითი მოთხოვნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით. ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი  ვადისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გაიცა 1 დღეში, 21 ნოემბერს.

 

 

გარდა ამისა, ნიკანორ მელიამ  განაცხადა, რომ თელავში,  „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით.

 

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით,  არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი