პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.
უსუფაშვილის თქმით, შვილები არაფერ შუაში არ არიან თუ ეს ევროპა და ცივილიზაციაა მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატების შვილები არ უნდა იწვევდნენ ერთმანეთს დებატებში .
„რა შუაშია აქ შვილები ხალხო?! ესაა ევროპა?! ესაა ცივილიზაცია?! ესაა საქართველო?! აქამდე საქართველოს მიყვანა არ შეიძლება. მე არ ვიცი რომელ საუკუნეში ვართ ამ ტიპის დებატებს როცა ვუყურებთ. სად ვართ არ ვიცი. ასეთი საქართველო არ წარმომიდგენია“, განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.