„2013-2018 წლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა“
22-11-2018, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2013-2018 წლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

 


რეაბილიტირდა 15 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; აშენდა 7 და რეაბილიტირდა 12 საბავშვო ბაღი.

 

 

რეაბილიტირდა 50 კმ გზა; აშენდა და რეაბილიტირდა 12 ხიდი; განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი; დაფინანსდა თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა; დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 59 პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 144-მა პირმა; შეიქმნა 12 კოოპერატივი; დაფინანსდა ხეხილის ბაღის გაშენება; აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 404-მა პირმა, დაზღვეულ იქნა 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების მოსავალი; დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 42 ჰა ფართობზე; პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 12 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაციაკ; უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის მიზნით აღდგა მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა; გაიხსნა საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ლესიჭინეში; ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.

 

 

ახუთის თემში აშენდა ამბულატორია; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 204-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 524 400 ლარი; სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 25 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“); საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 52 დევნილ ოჯახს; 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება; განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება; გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ლესიჭინეში; ჩხოროწყუში გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი; მოეწყო და რეაბილიტირდა მინი საფეხბურთო მოედნები; რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი; რესტავრირდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ თაიაში და მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია სოფელ ჭოღაში.

 

 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი