დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი, ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე დღის წინ კი, დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია და მოხდა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.