ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნათლად არის დანახული ყველა ხარვეზი, რომელიც მმართველობით სისტემაში არსებობდა.
„უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომ მმართველობითი სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო. ჩვენ გასატარებელი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ბიუჯეტი და პარტნიორებისგან მიღებული დახმარება გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური, ძალიან მაღალი კომპეტენციის და არსებობდეს შესრულების ძალიან მაღალი დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.