ევროპარლამენტარი ჩარლზ ტანოკი: მოხარულნი ვართ, ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის აყვავება
22-11-2018, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მოხარულნი ვართ ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება. ვფიქრობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობა+, დაეხმარება თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობაში. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. მაისიდან ასევე ეხმარება აღნიშნულ პროცესს", განაცხადა ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

 

 

ევროპარლამენტარი მიესალმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ მიმდინარეობას. ასევე განაცხადა, რომ აღსანიშნავია საქართველოს მიერ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპული პროექტების დამსახურების დაფასება.

 

 

ჩარლზ ტანოკმა ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას. მისი თქმით, ევროკავშირი წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციას, ასევე აქტიურ დისკრიმინაციას, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების მიმართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

 

 

„ვუერთდები ჩემს კოლეგებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ბრიტანელი ევროპარლამენტარები ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს, მის მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას", განაცხადა ევროპარლამენტარმა, როგორც ამას საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი