სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, მეორე ტური არის ამის ნიშანი
22-11-2018, 18:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე – მიმდინარეობს საუბარი, რომ შეიძლება არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამის დასტურია მეორე ტური.

 

 

„მგონი, ეს არის ყველაზე ცუდი კამპანია, რომელიც მე უშუალოდ მეხება. არაერთხელ გავაკეთე განცხადება. რატომღაც დასკვნები არ იყო, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება, მაგრამ რაც ეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მგონი, ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ, თუ სახელმწიფოს და მთავრობას უნდა გაყალბება, მაშინ, ალბათ, პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა. არ არის გაყალბებული. მე ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რაც არ უნდა რთული იყოს, მეორე ტური არის დამოკრატიულობის ნიშანი, ჩვენ ასე გვაფასებს ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი