ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. სამ დასახლებაში სავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც.
ადიგენის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში 3 პროექტი დაფინანსდა. სოფელ ადიგენის კილომეტრ–ნახევარიანი გზის რეაბილიტაციისათვის, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობას მოიცავს, ადიგენის მუნიციპალიტეტმა სამინისტროდან 460 000 ლარმდე მიიღო, პატარა სმადის გზისათვის, რომელიც ასევე, დაახლოებით, კილომეტრ–ნახევარია - 400 000 ლარამდე, ხოლო ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით გზის რეაბილიტაციისათვის 217 000 ლარზე მეტია გაწერილი. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპზე 650 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის აღდგენა მოხდება.
სამინისტროდან დაფინანსებული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოებისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო. ამ ეტაპზე, კი დაბა ადიგენში შენობების ფასადების შეღებვა, დაბა აბასთუმანსა და არაზინდოს დასახლებაში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ აბასთუმანსა და საღრძეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მსგავსი პროექტი ხორციელდება სოფელ წახანშიც, სადაც ქიქინეთთან დამაკავშირებელი რკინის კონსტრუქციის ხიდი დაიდგა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა 1 მილიონ 157 ათასი ლარით დააფინანსა. ხოლო, იმ პროექტების საერთო ღირებულება, რისთვისაც თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.