კახა კალაძე: მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას
22-11-2018, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილსის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

 

 

როგორც კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მეთაურის ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში წარმატებული ვიზიტი „ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა".

 

 

„აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს უსვამს ხაზს.

 

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.

 

 

მინდა მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება", განაცადა კახა კალაძემ, რომელმაც სადამკვირვებლო მისიებს, არასამათავრობო ორგანიზაციებსა და საგამოძიებო უწყებებსაც მიმართა. 

 

 

„როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართული „ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში.

 

 

სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

 

 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით.

 

 

ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ, რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

 

აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.

 

 

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.

 

 

დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს", განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   david
      
აფერისტი
23 ნოემბერი 2018 07:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი