სპეციალური ოპერაციების ძალები 19 წლის გახდა
22-11-2018, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

 

 

გაიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც. შემდეგ კი, მოწვეულმა სტუმრებმა და პირადმა შემადგენლობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული მებრძოლების სახელს პატივი მიაგეს. პირადმა შემადგენლობამ მათ სახელზე სპეციალური ოპერაციების ძალების ტერიტორიაზე ხეები დარგო.

 

 

სპეცდანიშნულების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა ბაზაზე არსებულ სასროლეთს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის წარმოებულ ომში გარდაცვლილი სერჟანტის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიანიჭა. ღონისძიებას სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

 

ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. ქართულმა და პარტნიორმა პოლონურმა სპეცდანიშნულების ქვეჯგუფებმა დასახლებულ რაიონში არსებული პირობითი მოწინააღმდეგის ძალებზე პირდაპირი მოქმედება განახორციელეს და გაანადგურეს. ოპერაციის რაიონის იზოლირება მეტყვიამფრქვევის და სნაიპერთა ჯგუფის მიერ განხორციელდა.

 

 

საჩვენებელი წვრთნები სამთო სწავლების ველზე გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თოკიდან დაშვება განახორციელეს. სამხედროებმა შენობის აღების ოპერაციაც შეასრულეს, სადაც არსებული საფრთხე გაანეიტრალეს.

 

 

სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალი ქვედანაყოფში არსებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი