ნიკა მელია: ჩვენ ვაწყობთ დესტაბილიზაციას? - „ქართული ოცნების“ ლიდერებს მივმართავ - ენა როგორ გიტრიალდებათ?
22-11-2018, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქალაქ ონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კახა ისაკაძემ და გია მეტრეველმა დაჭრეს.

 

 

როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მელიამ აღნიშნა, საქმე ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკას ეხება.

 

 

„გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და „ქართული ოცნების" ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს", განაცხადა მელიამ, რომლის თქმითაც, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია დროულად არ მივიდა, რის გამოც, ბურდილაძე თავად წავიდა საავადმყოფოში. მელიას ინფორმაციით, ავტომობილის მართვის დროს, მან გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც, ის ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში.

 

 

„ონის საავადმყოფოში იგი გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული. პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი „ქართული ოცნების" ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა. მასთან მოლაპარაკებისას, როგორც ჩანს, მათ დასჭირდათ ოთხი საათი და ოთხი საათის განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ, დაჭრილ ადამიანს ვერ და არ აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ვერ გაატარებდნენ იმდაგვარ პაციენტად, რომ თითქოს იგი მოხვდა ავტოსაგზაო შემთხვევაში, გამოიძახეს რეანომობილი და გადაიყვანეს თერჯოლის საავადმყოფოში. ეს ყველაფერი ხდება დილის ექვს საათზე. ანუ, ქალაქ ონიდან თერჯოლამდე როდესაც საათნახევარი სჭირდება და 12-ის ნახევარზე დაჭრეს ადამიანი საკუთარ სახლთან, ექვს საათზე შეიყვანეს საავადმყოფოში....

 


ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? - რა გააკეთეს ახალქალაში, როდესაც იარაღის ტარებით გაუსწორდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს? რას აკეთებს ხელისუფლება, როდესაც მობილიზებული ჰყავს ყველა კრიმინალი....

 

 

ეს ხელისუფლება, ივანიშვილის ეს რეჟიმი ფარცხალაძითურთ და გახარიათურთ ჩვენზე საუბრობს? ჩვენ ვაწყობთ, ხალხო, დესტაბილიზაციას? ოპოზიცია, რომელიც გამარჯვებულია პირველ ტურში.... „ქართული ოცნების" ლიდერებს მივმართავ - ენა როგორ გიტრიალდებათ და საუბრობთ ოპოზიციის მხრიდან მომდინარე რაღაც თეორიულ დესტაბილიზაციაზე", განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი