ტელეკომპანია „იმედი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი აცხადებს, რომ ბიზნესმენს „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს. ლაშხის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა თქვა, თითქოს არსებობდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას „ომეგას“ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, „იმედის“ ეთერში უნდა წაეკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.